Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია Meta ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დროებით ცვლის ძალადობასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით წესებს. ამის შესახებ BBC წერს.
კომპანია ამბობს, რომ მან “დროებით” დაუშვა ძალადობრივი მეტყველება – მაგალითად “სიკვდილი რუს დამპყრობლებს” – რაც ჩვეულებრივ არღვევს მის წესებს.
“მეტამ” თქვა, რომ ის არ დაუშვებს ძალადობისკენ მოწოდებებს რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
კომპანია შიდა ელ.წერილები, რომლებიც განიხილავდნენ პოლიტიკას, მოიპოვა Reuters-მა და BBC-ს არ უნახავს.
Reuters-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ პოსტები, რომლებიც მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ან ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას, დაიშვება რამდენიმე ქვეყანაში. ცვლილებები, ასევე ეხება აგრესიულ გამონათქვამებს, რომლებიც რუსი სამხედროების მიმართაც.
პოლიტიკის დროებითი ცვლილება, რომელიც რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის მოწოდების საშუალებას იძლევა, ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.
[sexy_author_bio]