წუხელ დაიწყო თოვა და ახლაც გრძელდება ჩოხატაურში. მართალია, დაბის ცენტრში თოვლის სიმაღლე დიდი არ არის, მაგრამ მაღალმთიანი სოფლებიდან გვატყობინებენ, რომ ნალექის სიმაღლე 60 სმ-ს აღემატება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი 17 მარტამდეა მოსალოდნელი.