ცოტა ხბის წინ, აშშ-ში ვიდეოკასეტა, რომელზეც ჯეიმს კემერონის ფილმი „ტერმინატორია“ ჩაწერილი, 32 ათას დოლარად გაიყიდა.
„ტერმინატორის“ პრემიერა 1984 წელს შედგა. მთავარი როლი ფილმში არნოლდ შვარცენეგერმა შეასრულა. კასეტა პრემიერიდან ცოტა ხანში გამოუშვეს და დღეს ის, პრაქტიკულად, იდეალურ მდგომარეობაშია.
აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, ბოლო დროს ვიდეოკასეტებისადმი ინტერესი იზრდება, რაც ნოსტალგიით არის განპირობებული.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე