უკრაინას მხარდაჭერა ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმაც გამოუცხადა.
ბრედ პიტის ყოფილმა ცოლმა სოციალურ მედიაში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, დონაციისთვის ბმული გააზიარა, საზოგადოებას კი უკრაინელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ვფიქრობ უკრაინაში და მთელ მსოფლიოში არსებულ ქალებსა და გოგოებზე, რომლებიც დღეს გმირულად იბრძვიან თავიანთი ქვეყნისა და ხალხისთვის – როგორც ჯარისკაცები, როგორც დედები, როგორც ორგანიზატორები, როგორც ლტოლვილების მომვლელები, როგორც მომიტინგეები, როგორც ჟურნალისტები.
ვფიქრობ იმ ქალებზე, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, თქვენ წარმოუდგენლები ხართ და მთელი მსოფლიო თქვენს უკანაა. რთულია, მოვძებნოთ მხარდასაჭერი გზები, ასე რომ მე ვიყენებ ჩემს რესურსებს და გიზიარებთ ბმულებს, რომლებითაც დაეხმაროთ უკრაინელებს“.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე