უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პიროვნება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და ადამიანებმაც მისი წარსულის შესწავლა უფრო დეტალურად დაიწყეს.
პოლიტიკაში მოსვლამდე ზელენსკი კომიკოსი და მსახიობი იყო. ცოტა ხნის წინ კი ისიც გავიგეთ, რომ ამჟამად უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე წლის წინ უსაყვარლესი დათვი პადინგტონი უკრაინულად გაახმოვანა.
ის, რომ ანიმაციის ორივე ნაწილში კეთილ დათვს ზელენსკი ახმოვანებს, პადინგტონის მწარმოებელმა კომპანია „StudioCanal“-მა და ანიმაციის ინგლისურენოვანი ვერსიის მსახიობმა, ჰიუ ბონევილმაც დაადასტურეს. ინტერნეტში ვიდეოც კი არსებობს, თუ როგორ ახმოვანებს ზელენსკი პერსონაჟს.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე