12 მარტის ავტოკატასტროფა საბედისწერო აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა პოლიციელისთვისაც. 28 წლის მურმან ლეჟავა, სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
მალე ოთხი წელი შეუსრულდებოდა, რაც საპატრულო პოლიციაში მუშაობს. მანამდე დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.
რიკოთზე ავარიის დროს დაღუპულ ახალგაზრდა პოლიციელს მეუღლე და ორი წლის ვაჟი დარჩა. მთელი სამტრედია შეძრა პოლიციელების დაღუპვის ამბავმა, განსაკუთრებით გლოვობენ მურმან ლეჟავას. სოციალურ ქსელში მას გულისტკივილით იხსენიებენ ოჯახის ახლობლები, მეგობრები, მშობლიური, მეთორმეტე საჯარო სკოლის პედაგოგები.
“ვერასდროს შენს ხსოვნას, შენს ღიმილს, შენს სიყვარულს, ვერავინ და ვერაფერი წაშლის. წარუშლელია შენი კვალი ჩვენს ცხოვრებაში. ყოველთვის მოგიფრთხილდებით და ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნები. შენი ისტორია ჩვენთან ერთად გაგრძელდება და ჩვენთან ერთად იქნება ყოველთვის”, _ წერენ სოციალურ ქსელში მურმან ლეჟავას მეგობრები.