რუსეთის შეიარაღებული ძალების საომარი ქმედებების შედეგად უკრაინაში 85 ბავშვია დაღუპული, 100-ზე მეტი კი დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ყველაზე მეტი მსხვერპლი არის კიევში, სუმში, ხარკოვში, დონეცკში, ხერსონში, მიკოლაევსა და ჟიტიმირში.