პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ BBC-თან განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება აიძულოს ნატო, გადახედოს გადაწყვეტილებას კონფლიქტში ჩარევასთან დაკავშირებით.
„პოლიტიკურად პუტინმა უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით ის ვერ მოიგებს“, – თქვა დუდამ.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ქიმიური იარაღის გამოყენებამ ნატო-ს ჩარევა გამოიწვიოს, დუდამ უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ყველას იმედი აქვს, რომ ის ამას ვერ გაბედავს. მაგრამ თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს იქნება თამაშის შეცვლა მთლიანობაში. რა თქმა უნდა, ნატო-ს მოუწევს მაგიდასთან დაჯდომა და მათ ნამდვილად მოუწევთ სერიოზულად დაფიქრება, რა გააკეთონ, რადგან მაშინ ეს სახიფათო გახდება არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.