დღეს, ქობულეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში და ოზურგეთში პრო-რუსული ძალის “ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნას გააპროტესტებენ. ოთხივე ადგილას სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები არიან აქციის ორგანიზატორები. როგორც ცნობილია შაბათს ოთხივე ადგილას მოხდა “ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნა.
ოზურგეთში ოფისის გახსნიდან რამდენიმე წუთში სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს ოფისის გახსნა. ახალგახსნილი ოფისი დაკეტილი იყო.
“მაგათ ჰგონიათ გურულები გაგვაცურეს? ოზურგეთელები არ დაუშვებენ პრორუსული ძალების მხარდამჭერი ჯგუფის ფუნქციონირებას. ჩვენ ვაპირებთ აქციების გამართვას და ამ ყველაფრის გატარებას, არ ვაპირებთ”, – თქვა ოზურგეთში გამართულ აქციაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა ირმა გორდელაძემ. მეორე დღეს კი აქცია გაიმართა ასევე ჩოხატაურში, ლანჩხუთში კი “ალტ-ინფოს“ ოფისი წარწერებით “დაამშვენეს“.
ავტორი: გიორგი გირკელიძე