პროტესტი რუსეთის პირველ არხზე – რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“პირდაპირი ტრანსლაცია შეწყდა მას შემდეგ, რაც ეთერში ბანერი წარწერით: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“ გამოჩნდა
გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ, პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი თანამშრომელი პლაკატით ხელში შეიჭრა. მედიის ცნობით, პროტესტის ავტორი მარინა ოვსიანიკოვაა, რომელიც ტელევიზიაში საერთაშორისო ამბების რედაქტორად მუშაობდა.
რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ოვსიანიკოვა დაკავებულია. დაკავებამდე მან ვიდეოს ჩაწერა მოასწრო, რომელიც სოციალური ქსელით გარცელდა.
ავტორი: მერაბ ცაავა