უკრაინელმა სამხედროებმა, თითქმის, ყველა კადიროვიელი გაანადგურა, რომლებიც რუსეთის მხარდასაჭერად ჩავიდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ უკრაინის ტელევიზიიშ ,,24“ -ის ეთერში უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა.
„ჩეჩენი კადიროველების უმრავლესობა, რომლებიც თავს მამაც და დაუნდობელ ჯარისკაცებად აცხადებდენ განადგურებულია. ეს ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი განუყოფელი ელემენტია“, _ თქვა ვენისლავსკიმ.
ვენისლავსკიმ, ასევე აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში არის საინფორმაციო სპეცოპერაცია, რომელიც შექმნილია მოსახლეობაში პანიკის დასათესად.
“არსებობს ოფიციალური სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ჩეჩნური ქვედანაყოფი, რომელიც შედგება დაახლოებით ათასი ადამიანისგან, გაგზავნეს უკრაინაში. ისინი უსაფრთხოდ არიან… აბსოლუტური უმრავლესობა წავიდა ალაჰთან”, – თქვა ვენისლავსკიმ.
მისივე თქმით, გადარჩენილმა კადიროველებმა შექმნეს ბარაჟის რაზმები. როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, ეს ქვედანაყოფები „მუშაობენ“ რუს დამპყრობლებთან, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ავტორი: მერაბ ცაავა