აქტივისტებმა, ქალაქ ლვოვში, რუსული შეჭრის შემდეგ, ყოველი დაღუპული ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად, ბაზრის მოედანზე ცარიელი საბავშო ეტლები მიიტანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჯამში 109 ბავშვი გარდაიცვალა და 130-ზე მეტი დაშავდა.
ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, რუსეთი ყოველდღიურად სულ მცირე 5 უკრაინელ ბავშვს კლავს.