ცნობილი გახდა რომ პოპულარული ბრიტანული ჯგუფი „Pink Floyd“ ციფრულ პლატფორმებზე რუსეთსა და ბელარუსში თავიანთ მუსიკას წაშლის. გადაწყვეტილება მუსიკოსებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრუმასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ მიიღეს.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრას მსოფლიოსთან ერთად ვგმობთ და ამიტომ 1987 წლიდან დღემდე გაკეთებული „Pink Floyd“-ის ჩანაწერები და დევიდ გილმორის მთელი სოლო შემოქმედება რუსეთსა და ბელარუსში დღეიდან ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე წაიშლება“,- ასეთია ჯგუფის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება.
რუსეთის აგრესია ღიად დაგმო დევიდ გილმორმაც:
„ამ ომში გამარჯვებული არ იქნება. ჩემი შვილის ცოლი უკრაინელია, ჩემს შვილიშვილებს კი უნდათ, თავიანთ მშვენიერ ქვეყანას ესტუმრონ. შეწყვიტეთ, სანამ ყველაფერი განადგურდა. პუტინი უნდა წავიდეს“.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე