1941 წლის შემდეგ პირველად მარიუპოლში “აზოვსტალი” სრულად აჩერებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform Azovstal-ის აღმასრულებელი დირექტორის ენვერ ცქიტიშვილის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჩვენ დავბრუნდებით ქალაქში, ავაშენებთ საწარმოს და აღვადგენთ მას. ის იმუშავებს და დიდებას მოუტანს უკრაინას ისევე, როგორც ყოველთვის, რადგან მარიუპოლი არის უკრაინა. აზოვსტალი არის უკრაინა”,_ განაცხადა ცქიტიშვილმა.