ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში „ტოიტა პრიუსის“ მარკის რამდენიმე ავტომობილი გატეხეს და გაძარცვეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ სავარაუდო მძარცველები, როგორც სათვალთვალო კამერებში ჩანს, არასრულწლოვნები არიან. ავტომობილებს დამსხვრეული აქვს მინები, საიდანაც კარის გაღებას ცდილობდნენ.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: აჭარა ტვ