21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კამპანიას, 21 მარტს, სსიპ ქალაქ სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა.
„არ ვითვლით ქრომოსომებს“ _ ამ დევიზით საუბრები ჩაატარა სკოლის ექიმმა ქალბატონმა ქეთევან ფანცულაიამ. კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა ვიდეო რგოლი აღნიშნულ თემაზე, რის შემდეგაც მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა დავალებები.