სამტრედიაში ძლიერი ქარი ამ დრომდე ნარჩუნდება. დღეს დილით, 12 საათისთვის ამოვარდნილმა ქარმა ქალაქსა და სოფელში ბევრი ზარალი მიაყენა მოსახლეობას.
ძლიერი ქარის შედეგად მოთხრილია მრავალწლოვანი ხე- ნარგავები, საცხოვრებელი სახლებს სახურავები გადახდა და სხვადასხვა სახის ნგრევა გამოიწვია. ქალაქის ცენტრში, ეგრესის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ორი საკუთარი სახლის ეზოს გამყოფი 4 მეტრი სიმაღლის ბლოკის კედელი ჩამოინგრა, რამაც კიბის მოაჯირი დააზიანა.
ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა და ძირს ჩამოყარა ეზოში მდგარი სავაჭრო და საყოფაცხოვრებო ობიექტების აბრევიატურები. დაზიანებების შედეგად, საბედნიეროდ, არ არის მსხვერპლი. ,, გურია ნიუსთან ” საუბარში, ოჯახის პატრონმა, ლეილა ძაგნიძემ აღნიშნა, რომ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ერთი ფეხის ნაბიჯით მოასწრო სახლში შესვლა, თორემ ჩამონგრეულ კედელს ვერ გადაურჩებოდა:,, ეს მამაკაცი თქვენს ფოტოებშიც ჩანს. ქარი წუხელ გვიან ღამით ამოვარდა. დღეს 12 საათისთვის გაძლიერდა და ასეთი შედეგი მივიღეთ. საბედნიეროდ, ორივე სახლის მცხოვრებლები გადავრჩით, ცოცხლები ვართ, მაგრამ ზარალი დიდია.” ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დათვალიერებისა და შესწავლის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს დილიდანვე გასულები არიან შემთხვევის ადგილებზე.