უკრაინელი ბიჭუნა, ვლადიმირ კოსტენკო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი გამარტივებული წესით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ უბისის საჯარო – საბაზო სკოლის მეოთხე კლასში ჩაირიცხა.
“კლასში ვლადიმირთან ერთად ხუთი მოსწავლეა. ისინი და მათი მასწავლებელი განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავენ უკრაინელი ბიჭუნას მიმართ, რომელმაც ჯერ ქართული არ იცის”, _ თქვა “გურია ნიუსთან” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ, რომელმაც დღეს სოფელ უბისის საბაზო სკოლაში ახალი, უკრაინელი მოსწავლე მოინახულა და მას მცირეოდენი სასკოლო საჩუქრები გადასცა.