რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოითხოვს, რომ “არამეგობრულმა ქვეყნებმა” გაზის საფასური რუბლებში გადაიხადონ. ამისთვის რუსეთის პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკს ერთი კვირა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პუტინის თქმით, ცვლილება შეეხება მხოლოდ გადახდებს და გაზის მიწოდება გაგრძელდება არსებული კონტრაქტების შესაბამისად.
როგორც მაუწყებელი წერს, ამ გადაწყვეტილების შედეგი რა იქნება უცნობია.