დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, ვიდრე დღის წესრიგს გააცნობდა საკრებულოს წევრებს, სიტყვით მიმართა სხდომის მონაწილეებს, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ სამი ქართველი მეომრისთვის, რომლებიც გმირულად დაეცნენ უკრაინაში.
ცნობისთვის, დარბაზში გამოფენილი იყო საქართველოს სახელმწიფო დროშა, ევროკავშირის დროშა და მათ გვერდით კი გამოფინეს უკრაინის სახელმწიფო დროშა. „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრ დეპუტატებს კი უკრაინის დროშის ფერებში წარმოდგენილი პირბადეები ეკეთათ.