თბილისში ერთი კვირაა რაც მარტისთვის უჩვეულოდ თოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ დედაქალაქში დღესაც თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
“დღესაც თოვლჭყაპია მოსალოდნელი. გამოიდარებს 25 მარტიდან. ნალექი შეწყდება. იქროლებს ცივი ქარი 25-26 მარტს. ძლიერი ქარია მოსალოდნელი გარეუბნებში 27 მარტსაც. 27 მარტიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თვის ბოლოს კი შესაძლოა 20 გრადუსსაც გადააჭარბოს”,_ ამბობს გვაზავა.