„რეგიონში გვაქვს დაუმისამართებელი ქუჩები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენი მოქალაქეებისთვის სასურველი სერვისების მიწოდებას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ შესაბამის სამსახურებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადებში დავასრულოთ დამისამართების პროცესი და ჩვენმა მოქალაქეებმა დაბრკოლების გარეშე შეძლონ სხვადასხვა სერვისებით სარგებლობა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩების სახელდება, რაც მოითხოვს პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას და ვიმედოვნებ, მათთან მჭიდრო კომუნიკაციით შევძლებთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას”, _ აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
(R)