ოზურგეთიდან თბილისამდე მგზავრობის საფასური 25 ლარია. გავრცელებული ინფორაციით, რომ ეს ფასი 30 ლარამდე გაიზარდა, დღეისთვის სინამდვილეს არ შეეფერება, _ განაცხადეს ამ დილით „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის ავტოსადგურში.
აქვე დაგვიკონკრეტეს, რომ ბათუმამადე, როგორც იყო, ახლაც 6 ლარი ღირს მგზავრობა. ქუთაისამდე კი ათი ლარი.
_ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება მომდევნო დღეებში. ველოდებით სასიკეთო ცვლილებას. თუ საწვავის ფასი როგორმე დარეგულირდება, მგზავრობის საფასური არ მოიმატებს. დღეისთვის კი, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფასი გაიზარდა, ალბათ, რომელიმე კონკრეტული, კერძო ავტოსადგურის გადაწყვეტილებაა. ფასი არ გაზრდილა, – განმარტავენ ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურში.