,,უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, საფრანგეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ზღვაზე სამი ბირთვული წყალქვეშა ნავი განალაგა, შესაძლო რუსული ბირთვული სროლების საპასუხოდ“, – ამის შესახებ ინფორმაციას THE Times ავრცელებს.
“რუსეთის მხრიდან “კუნთების თამაშის” საპასუხოდ, სამი ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი პირველად განლაგდა ზღვაზე სამი ათწლეულის განმავლობაში” – წერს გამოცემა.
საფრანგეთის ოთხი Triomphant-ის კლასის ბალისტიკური რაკეტის წყალქვეშა ნავიდან ორმა დატოვა ბაზა ილ ლონგში, ბრესტის სამხრეთით, რათა გააძლიერონ იმ გემის მხარდაჭერა, რომელიც ჩვეულებრივ მუდმივ პატრულირებას ატარებს ატლანტის ოკეანის ქვეშ.
ბოლო დროს სამი ბირთვული წყალქვეშა ნავის ევროპაში განლაგება მოხდა, აშშ და საბჭოთა კავშირის დაპირისპირების დროს, ცივი ომის დასრულებამდე 10 წლით ადრე, საშუალო რადიუსის რაკეტების გამო .
ცნობისთვის, ერთობლივ განცხადებაში “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა რუსეთი გააფრთხილეს, არ გამოიყენოს ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღი უკრაინაში.