პოლონეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ, PGNiG-მ განაცხადა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის.
“ხელშეკრულება გადახდის პირობებს ადგენს. ერთ მხარეს სურვილისამებრ შეცვლის უფლება არ აქვს” – თქვა PGNiG-ის გამგეობის ხელმძღვანელმა პაველ მაიევსკიმ.
ასევე გაზის საფსურის რუბლებში გადახდაზე უარი სლოვენიამაც განაცხადა.
“არა მგონია, ევროპაში ვინმემ იცოდეს, როგორ გამოიყურება რუბლი. რუბლში არავინ გადაიხდის”. – თქვა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ.
23 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, “რომ არამეგობრულ ქვეყნებში” გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა.
გერმანიას, რომელიც ომამდე თავისი ბუნებრივი აირის 55 პროცენტი რუსეთიდან შემოჰქონდა, მისმა ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი კონტრაქტის დარღვევაა და ბერლინი ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ მოიქცეს.
ავსტრიის ენერგეტიკული კომპანიის OMV-ის ხელმძღვანელის თქმით კი, ხელმოწერილი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რუბლში გადახდის საშუალებას.