თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინამ და რუსეთმა 6 საკითხიდან 4-ზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს.
როგორც ერდოღანი აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი რუსული ენის ოფიციალურ ენად აღაირებას დათანხმდა. გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა რომ შესაძლოა უარი თქვას ნატოს წევრობაზე.
„თავდაპირველად, უკრაინა ჩამოკიდებული იყო ამ საკითხზე, მაგრამ მოგვიანებით, ზელენსკიმ დაიწყო საუბარი რომ შესაძლოა, უარი თქვას ნატო-ს წევრობაზე. კიდევ ერთი საკითხია რუსულის ოფიციალურ ენად მიღება. ეს ზელენსკიმაც აღიარა. რუსული არის ენა, რომელზეც თითქმის ყველგან საუბრობენ უკრაინაში. არც ამ ეტაპზეა პრობლემა”, – თქვა ერდოღანმა.
ამასთან, ერდოღანის განცხადებით, კვლავ რჩება ტერიტორიული დავების საკითხი დონბასსა და ყირიმზე.
ზელენსკიმ თქვა, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ეხება უსაფრთხოების გარანტიებს ქვეყანაში, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მისი მიერ.