გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებით, რუსულ ჯარებს “არ სურთ”, შევიდნენ და იბრძოლონ ქალაქებში და ამის სანაცვლოდ ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს კონკრეტული სამიზნის გარეშე.
„რუსეთი აგრძელებს უკრაინის რამდენიმე დიდ ქალაქის, მათ შორის ხარკოვის, ჩერნიგოვის და მარიუპოლის ალყაში მოქცევას.
რუსული ძალები თავს არიდებენ ურბანული ქვეითთა ფართომასშტაბიან ოპერაციებში მონაწილეობას, უფრო მეტად ურჩევნიათ დაეყრდნონ საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის განურჩეველ გამოყენებას დამცავი ძალების დემორალიზების მიზნით“, _ ნათქვამია სამინისტროს ახალ ანგარიშში.
გაერთიანებულ სამეფოში ვარაუდობენ, რომ რუსეთი გააგრძელებს ურბანულ ტერიტორიებზე ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღის
„სავარაუდოა, რუსეთი გააგრძელებს ურბანულ ტერიტორიებზე ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, რადგან ის ცდილობს შეამციროს საკუთარი ისედაც მნიშვნელოვანი დანაკარგები, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ფასად“, – აღნიშნულია მოხსენებაში.