ახლახან გაიგო რომ ოჯახი ამოუწყვიტეს… დედა, შვილი, ცოლი, – “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან გორგილაძე სოციალურ ქსელში შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს.
„საშინელი ამბავია …
უკრაინელი 33 წლის ბიჭი მოვიდა ჩვენთან პუნქტში. მეზღვაურია და რეისიდან დაბრუნდა.
ახლახან გაიგო რომ ოჯახი ამოუწყვიტეს – (დედა, შვილი, ცოლი). თავის მოკვლაც სცადა და აქ მოიყვანეს.
ახლა ფსიქოლოგი ესაუბრება გაყინულ ადამიანს და არანაირი შედეგი. დასრულდა ჩემი სიცოცხლეო იძახის!