„ჩვენ ხელახლა გამოვჩნდით თავისუფლებისთვის დიდ ბრძოლაში, ბრძოლაში დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის“,_ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტის დასასრულს, სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ეს ბრძოლა არც დღეებსა და არც თვეებში არ იქნება მოგებული და ხანგრძლივი ბრძოლისთვის მზადყოფნაა საჭირო.
„ჩვენ ხელახლა გამოვჩნდით თავისუფლებისთვის დიდ ბრძოლაში, ბრძოლაში დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის. ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნათელი ხედვა. ეს ბრძოლა არც დღეებსა და არც თვეებში არ იქნება მოგებული. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი ბრძოლისთვის
ახლა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი ფრონტის ხაზზე არიან, იბრძვიან თავიანთი ერის გადასარჩენად და მათი მამაცი წინააღმდეგობა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი.. არსებითი დემოკრატიული პრინციპებისთვის, რომლებიც აერთიანებს ყველა თავისუფალ ადამიანს.
ჩემი გზავნილი უკრაინის ხალხისადმი არის მესიჯი, რომელიც დღეს მივაწოდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს, რომლებიც, ვფიქრობ, ახლა აქ არიან: ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. წერტილი”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.