ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას ვარშავაში.
“ეს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების არჩევანი უნდა იყოს”,_ განაცხადა პესკოვმა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.
“ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში”,_ თქვა ჯო ბაიდენმა პოლონეთში, ისტორიული ვიზიტის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას.