კანადა გეგმავს გლობალური კრიზისის ფონზე ევროპისთვის ნავთობის, გაზისა და ურანის მიწოდება გაზარდოს. ამის შესახებ BBC წერს.
კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან ვილკინსონის თქმით, ბევრი ქვეყანა, მათ შორის, კანადაც მზადაა ჩაანაცვლოს რუსული ენერგორესურსები ევროპის კონტინენტზე.
ოფიციალური ოტავა აცხადებს, რომ მას შეუძლია მეტი ნავთობის, გაზისა და ურანის მიწოდება გლობალური ენერგეტიკული კრიზისის გადასაჭრელად.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ნავთობმწარმოებელი, კანადა აპირებს ბაზარზე ექსპორტისთვის 200 000 ბარელზე მეტ ნავთობი გაიტანოს.
ასევე, ქვეყნის უმსხვილესმა მილსადენების კომპანიამ, Enbridge-მა BBC-თან ინტერვიუში თქვა, რომ მზადაა გამოიყენოს ყველა გზა იმისთვის, რომ უზრუნველყოს ენერგეტიკული რესურსით როგორც ჩრდილოეთ ამერიკა, ასევე ევროპის ქვეყნები.
ენერგორესურსებზე ფასები მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინაში რუსული სამხედრო ძალები უკანონოდ შეიჭრნენ. ამას დასავლეთისგან პასუხად რუსულ ნავთობსა და გაზზე მოთხოვნის შემცირება მოჰყვა. აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ენერგორესურსების მარაგების შევსების ალტერნატიულ გზებს ეძებენ.