მე ასეთ ტერმინებს არ გამოვიყენებდი, რადგან მე ჯერ კიდევ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ France 3-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მე არ გამოვიყენებდი ასეთ ტერმინებს, რადგან ჯერ კიდევ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან, ჩვენი მიზანია შევაჩეროთ ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა. ამასთან, უნდა ავირიდოთ ომი და ესკალაცია”, – თქვა მაკრონმა.
შეგახსენებთ, მანამდე, გასულ კვირას ჯო ბაიდენმა პირველად უწოდა პუტის “ომის დამნაშავე”, შემდეგ კი “მკვლელი დიქტატორი”, “ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ”. მას ასევე რუსეთის შეჭრას უკრაინაში “არაჰუმანური” უწოდა.