kyivpost-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც არ იღებენ გადაწყვეტილებებს უკრაინის მხარდასაჭერად, უკრაინაში რუსული ჯარების მიერ შექმნილ კატასტროფაზე თანაპასუხისმგებლები ხდებიან.
„უკრაინელები არ უნდა დაიღუპნონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ ვერ იპოვა გამბედაობა, გადასცეს უკრაინას საჭირო იარაღი. შიში ყოველთვის ერთ-ერთი პასუხისმგებელია. თუ ვინმეს ეშინია რუსეთის, ეშინია დაამტკიცოს ჩვენთვის აუცილებელი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რათა მივიღოთ თვითმფრინავები, ტანკები, საჭირო არტილერია, ჭურვები, მაშინ ეს ამ ხალხს აქცევს თანაპასუხისმგებელს ამ კატასტროფაზე, რომელიც რუსეთის ჯარებმა შექმნეს ჩვენს ქალაქებში“, – განაცხადა მან ორშაბათს საღამოს ვიდეომიმართვაში.