დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” მებრძოლები, აღმოშავლეთ უკრაინაში გადაისროლა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსალოდნელია, საბრძოლო ოპერაციებში სირიიდან და აფრიკიდან “ვაგნერის” 1 000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთოს, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, ამის მიზეზად, რუსული არმიის მიერ განცდილ სერიოზულ დანაკარგებს ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება “ვაგნერი” კრემლთან პირდაპირაა დაკავშირებული. მის დაქირავებულ მებრძოლებს ვლადიმერ პუტინის პირად არმიასაც უწოდებენ, რადგან ისინი იბრძვიან ყველაზე ბინძურ ომებში და კლავენ იქ, სადაც კრემლი რუსული არმიის შეყვანას ვერ ახერხებს.