დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ახალი მოადგილეები ოფიციალურად წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პოზიციები 2021 წლის ნოემბრიდან ვაკანტური იყო. 2022 წლის 29 მარტიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე საქმიანობას პროფესიით ეკონომისტი და ფინანსისტი, 46 წლის ვლადიმერ ზაქრაძე შეუდგა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა კი 59 წლის გიორგი მეიშვილმა დაიკავა, რომელსაც საგანმანათლებლო მიმართულებით 35 წლიანი გამოცდილება აქვს.