ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯვარცხმაში ხანძარმა ირაკლი კილასონიას საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
რით ეხმარება მუნიციპალიტეტის მერია უსახლკაროდ დარჩენილ შშმ პირს- ამის გასარკვევად მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს დავუკავშირდით.
“მუნიციპალიტეტი ეხმარება 5 000 ლარით და დავიწყებთ ამ სახლის მთლიან აღდგენას”,_ გვითხრა შარაშიძემ.
ჩვენს კითხვაზე, საკმარისია თუ არა აღნიშნული თანხა სახლის აღსადგენად, მერი ამბობს:
“5000 ლარით შევიძენთ ყველაფერს, რასაც ეს თანხა ეყოფა. სოფელი თანხას აგროვებს, ჩვენც ვეხმარებით ყველანაირად. ამ საქმეს სათავეში უდგას სოფლის წარმომადგენლობა და სულ მალე ირაკლის ექნება ახალი სახლი”,_ ამბობს შარაშიძე.
სოციალურ ქსელის მომხმარებელი გივი ჩხიკვაძე აქვეყნებს ანგარიშს, სადაც უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.
“სოფელ ჯვარცხმაში ამ რამდენიმე დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა ირაკლი კილასონიას სახლი გაანადგურა. თავშესაფრის გარეშე დარჩა ბავშვობიდანვე, შრომის უუნარო ადამიანი, რომელიც საჭიროებს ჩვენს გულისხმიერებასა და დახმარებას… ჩვენ მადლიერნი ვართ მუნიციპალიტეტის, რომელმაც შესაძლებლობის ფარგლებში, გარკვეული თანხა გამოყო, მაგრამ პატარა საცხოვრისის ასაშენებლად, კიდევ საჭიროა გარკვეულ თანხის დამატება, რისთვისაც მივმართავთ ნათესავებს, ნაცნობებს, მეზობლებს თუ უცნობებს, ყველას ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს დახმარება გაუწიოს შრომისუუნარო ადამიანს, რომ ერთიანი ძალისხმევითა და გულუსხმიერებით შევეწიოთ სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ჩვენი მატერიალური თანადგომა პატარა ბინის ასაგებად… თუ კი გადაწყვეტთ დახმარებას, თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ამ ანგარიშზე GE79BG0000000758315900.
გივი ჩხიკვაძე.. რიგი გარემოებებიდან გამომდინარე ორგანიზებას მე და ჩემი ოჯახი ვეცდებით”,_ ნათქვამია ფეისბუქპოსტში.