ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ლენტური ტიპის სახერხი-საამქრო გამოავლინეს.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განაცხადეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში, სპეციალურ შენობა-ნაგებობაში იყო მოწყობილი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაცემულია შესაბამის უწყებაში.