სუმის რეგინული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკი FACEBOOK-ზე წერს, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ოკუპანტებმა პროვოკაცია მოაწყეს.
მისი თქმით, რიჟივკას საგუშაგოზე რუსებმა თავიანთი ჯავშანტრანსპორტიორი დააყენეს, შემდეგ კი თავადვე ააფეთქეს.
,,29 მარტს, სუმის რეგიონში, რუსეთის საზღვარზე, რიჟივკას საგუშაგოზე, ოკუპანტებმა პროვოკაცია მოაწყვეს, თავიანთი ჯავშანტრანსპორტიორი დააყენეს და თვითონვე ააფეთქეს.
ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო რუსული მედიისთვის სურათის შექმნა, თითქოს უკრაინელებმა გაანადგურეს ჯავშანტრანსპორტიორები, თუმცა რუსებმა ეს თავად გააკეთეს…“- აცხადებს ჟივიცკი.
მისივე ინფორმაციით, რუსებმა შურისძიების მიზნით უკრაინის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაწვეს.