გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც შოლცის სპიკერმა, შტეფენ ჰებესრაიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შოლცმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გარანტორის როლთან დაკავშირებით “გენერალური მზადყოფნა” გამოხატა.
ჰებესრაიტმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს სპეკულირება იმის შესახებ, შეიცავს თუ არა უსაფრთხოების გარანტიის როლი სამხედრო კომპონენტსაც.