უკრაინა აშშ-სგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით 500 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია საუბარი, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენკის შორის სატელეფონო საუბრის შედეგად გავრცელდა.
„ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს აშშ განუწყვეტლივ, რათა უკრაინის მიერ უსაფრთხოების სფეროში მოთხოვნილი ძირითადი დახმარება დააკმაყოფილოს. რა გავლენა იქონია კონფლიქტზე ამ შეიარაღებამ და აშშ-ის მიერ განგრძობითი ძალისხმევა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად,უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად დამატებითი შესაძლებლობების გამოსავლენად, რათა მათ დაიცვან თავიანთი ქვეყანა“, – ნათქვამია განცხადებაში.