ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ეხმაურება, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება:
“რუსეთისთვის მოლაპარაკებებს არაფერი აქვს საერთო შეთანხმების მიღწევის პროცესთან. მას სჭირდება დროის დაზოგვა, აღდგენა და სამხედრო შანტაჟისთვის ახალი მგრძნობიარე ადგილების მოძიება. არავითარი სიტყვის ან დაპირების ნდობა არ შეიძლება. თუ ვინმეს დასავლეთში ჰგონია, რომ სიტუაცია მშვიდდება, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს”, – წერს ლინკევიჩუსი.