აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით New York Times წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მრჩევლებმა ცრუ, არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს უკრაინაში ბრძოლის შესახებ.
გამოცემა წერს, რომ ოფიციალური პირი, რომელიც გამოცემასთან ანონიმურად საუბრობს, აღნიშნავს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, დაზვერვა აჩვენებს, რომ პუტინსა და თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის მზარდი დაძაბულობაა.
შოიგუ მანამდე კრემლის ყველაზე სანდო წევრებს შორის სახელდებოდა.
ოფიციალური ანონიმურია, ასევე ამბობს, რომ პუტინის უცოდინარობამ ომთან დაკავშირებით, აჩვენა: “რუსეთის პრეზიდენტისადმი ზუსტი ინფორმაციის მიწოდების აშკარა ნაკლებობა”. “პუტინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ახლა მუდმივი დაძაბულობაა”, – აღნიშნავს ის.
New York Times წერს, მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პანდემიის დროს პუტინის მკაცრმა იზოლაციამ და იმ მრჩევლების საჯაროდ გაკიცხვის მზაობამ, რომლებიც არ იზიარებენ მის შეხედულებებს, შექმნა სიფრთხილე, ან თუნდაც შიში რუს მაღალი წოდების სამხედროებს შორის.
ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ პუტინი არასრულ ან ზედმეტად ოპტიმისტურ ანგარიშებს იღებდა რუსული ძალების პროგრესის შესახებ უკრაინაში.