რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ არ არის მომწიფებული. ამის შესახებ რია ნოვოსტი იტალიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.
„მე მას ვკითხე, როდის და არის თუ არა გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტა. მე ვთქვი, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, არის იმის დემონსტრირება, რომ მშვიდობის სურვილი არსებობს, ცეცხლის შეწყვეტის მიღებით, თუნდაც ეს ხანმოკლე იყოს. „პირობები ჯერ არ არის მომწიფებული. თუმცა მოგვიანებით მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა , რომლის შესახებ დღეს გაზეთებში წაიკითხეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
პუტინმა, იტალიის პრემიერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ასევ აღნიშნა, რომ თავის უკრაინელ კოლეგასთან შესახვედრად მზად არ არის.
მისი თქმით, პუტინი მიიჩნევს, რომ ზელენსკისთან შეხვედრის დრო ჯერ არ დამდგარა. დრაგი ასევე აცხადებს, რომ არსებობს სკეპტიციზმი და სიფრთხილე მშვიდობის დამყარების საკითხში, თუმცა პოზიციები მხარეებს შორის ოდნავ დაახლოვდა.