გუშინ ცნობილი გახდა რომ ბრიტანელი მომღერალი, ჯგუფ „The Wanted“-ის წევრი ტომ პარკერი გარდაიცვალა.
33 წლის მუსიკოსს ტვინის სიმსივნე ჰქონდა, რის შესახებაც მან 2020 წელს თაყვანისმცემლებს თავად შეატყობინა.
ჯგუფი „The Wanted“ 2009 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ორი კომპოზიცია „Glad You Came“ და „All Time Low“ თავის დროზე ბრიტანული ჩარტის პირველ პოზიციაზე მოხვდა.