რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ცნობა რომ პოპულარული ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი სამსახიობო კარიერის დასრულებას აპირებდა.
ეს ინფორმაცია გუშინ ოფიციალურად დადასტურდა.
„ავადმყოფობის გამო ბრიუს უილისი კინოდან მიდის“, – ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ „Variety“ მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით დაწერა.
67 წლის მსახიობს აფაზია დაუდგინდა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს.
„ბრიუსი ტოვებს კარიერას, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. ეს ძალიან რთული დროა ჩვენი ოჯახისთვის და ჩვენ ვაფასებთ თქვენს სიყვარულს, თანაგრძნობასა და მხარდაჭერას“, – აღნიშნულია მსახიობის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.