ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ ატროშენკოს ცნობით, რუსულმა ჯარებმა საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება გაანადგურეს. ამის შესახებ მან CNN – თან ინტერვიუში განაცხადა.
“ზოგიერთი ჭურვი პირდაპირ რეგიონალურ საავადმყოფოს მოხვდა და შენობის ერთ-ერთი ნაწილი, ფაქტობრივად, ონკოლოგიური განყოფილება, მთლიანად განადგურდა. სამმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო”, – განაცხადა მერმა ვლადისლავ ატროშენკომ
ჩერნიგოვის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი, იწურება მედიკამენტებისა და საკვების მარაგებიც. ერთადერთი მარაგი შემოდის სამხედროებისა და მოხალისეების მიერ.
“ამჟამად, ჩვენ გვიწევს არსებობა სრული ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში”. – თქვა ვლადისლავ ატროშენკომ.