სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი. მეც ასე ფანჯრიდან ვაცილებდი და ვეფერებოდი ხოლმე ყოველ დილას. ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი და მეტს არაფერს აღარ გთხოვ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტომობილი 8 წლის ბავშვს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ტროტუარზე იდგა.
ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.