რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “პროექტი” აქვეყნებს.
როგორც ჟურნალისტები ამბობენ, რომ პუტინის ჯანმრთელობა რუსეთში სრულიად გასაიდუმლოებულია. მათი თქმით, კრემლი პუტინის შესახებ აქტიური, ძლიერი მამაკაცის წარმოდგენას ქმნის და ცდილობს, რომ პრეზიდენტის პრობლემების შესახებ ცუდი ინფორმაციები არ გაჟღერდეს.
“კოვიდპანდემიის დაწყებიდან ამ ჯანმრთელმა პრეზიდენტმა არაჯანმრთელად დაიწყო ქცევა. უკვე 2 წელია, პუტინი ბუნკერში ზის და თითქმის ყველა შეხვედრას დისტანციურად მართავს. მათ კი, ვისაც პირისპირ ხვდება, წინასწარ 2-კვიარიან კარანტინში ათავსებენ და შეხვედრის წინ ავალდებულებენ, რომ ანალიზი ჩააბარონ. ვინ იცის, რა ინფექცია შეიძლება მიუტანონ ერის ბელადს?!” – ამბობენ ჟურნალისტები.
როგორც გამოცემა “პროექტის” ჟურნალისტებისგან ირკვევა, გასული წლის სექტემბერში კრემლის ლიდერი ერთი თვით გაუჩინარდა, რა დროსაც მედიაში ე.წ. „კონსერვები“, ანუ წინასწარ ჩაწერილი მასალა გადიოდა, რათა მოსახლეობისთვის პრეზიდენტის აქტიურობის ილუზია შეექმნათ. მათი თქმით, გაუჩინარების შემდეგ პუტინი ათიოდე მეტრის რადიუსში არავის იკარებს.