ოზურგეთში კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია 21432 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 20629 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 687 შემთხვევა, საიდანაც 52 პაციენტი სტაციონარში მკურნალობს.