რუსეთი კიევის წინადადებებს “სიტყვიერად” დათანხმდა, რაც ნიშნავს რომ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ განცხადება kyivpost-ის ინფორმაციით, მომლაპარაკებელმა უკრაინის მხრიდან, დავით არახამიამ გააკეთა.
“რუსეთის ფედერაციამ ყველა პოზიციას გასცა ოფიციალური პასუხი, რომელიც არის ის, რომ ისინი ეთანხმებიან (უკრაინის) პოზიციას, გარდა ყირიმის საკითხისა (რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული)“, – განაცხადა არახამიამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „წერილობით ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა“, რუსულმა მხარემ ამის შესახებ „სიტყვიერად“ განაცხადა. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ აღადგინა კონტროლი მთელ კიევის რეგიონზე.
არახამიამ თქვა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებზე შეთანხმდა, რომ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე რეფერენდუმი „ერთადერთი გამოსავალი იქნება ამ სიტუაციიდან“.
კითხვაზე, რა მოხდება, თუ უკრაინელები ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს მისცემენ ხმას, არახამიამ უპასუხა: „ჩვენ ან საომარ მდგომარეობას დავუბრუნდებით, შესაძლოა, ან ახალ მოლაპარაკებებს დავიწყებთ“.
კრემლი დაჟინებით თხოვდა უკრაინას ნეიტრალური სტატუსის მიღებას.
არახამიამ თქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს “დაგვირეკა ჩვენც და ვლადიმერ პუტინსაც” და განაცხადა, რომ შეხვედრას ის მასპინძლობდა.
„თარიღი და ადგილი უცნობია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ადგილი, სავარაუდოდ, ანკარა ან სტამბოლი იქნება“, – თქვა მან.
თურქეთი, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან, ცდილობს კონფლიქტის შუამავლობას.